Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

მარშალ პრესი 22/02/2026
5005

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მათ არჩილ ტატუნაშვილის  საფლავი ყვავილებით შეამკეს.

რვა წლის წინ, 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. სამხედროს ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

Post navigation

Previous: კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც ფრიდრიხ მერცს „პინოქიო“ უწოდა
Next: „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება, თბილისისთვის მხოლოდ პროცედურული ეპიზოდი არ არის, ეს არის მომდევნო სტრატეგიული სიმწიფის ტესტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.