Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

მგფ-ის დირექტორი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე: ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები. მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდება ახალი ტენდერი

მარშალ პრესი 22/02/2026
beka urushadze

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტისა და ახალი ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ბექა ურუშაძის განცხადებით, კონტრაქტორთან ყველანაირი რესურსი ამოწურეს. მისივე თქმით, ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, პროცესიც მათთან შეთანხმებით მიმდინარეობს.

“ფაქტობრივად, კონტრაქტორთან ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები, საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაწყვეტილიყო ეს კონტრაქტი. უშუალოდ პროცესს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ADB-ის მხარდაჭერით ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულება და პროექტი, მათთან შეთანხმებით მიდის ეს პროცესი, შესაბამისად, [ხელშეკრულების] გაწყვეტის პროცესსაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად მოკლე დროში, პირველ რიგში, შეწყდეს – ეს პროცესია ახლა მიმდინარე და ამის შემდგომ უკვე გამოცხადდეს ახალი ტენდერი სამუშაოების დასრულების მიზნით,” – აღნიშნა ბექა ურუშაძემ.

სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან – შპს “ინსისა” და შპს “ჯავას” ერთობლივ საწარმოსთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.

Post navigation

Previous: საქართველოს მთავრობა სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებას წყვეტს და ახალ ტენდერს გამოაცხადებს – კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს
Next: გურჯაანის მერი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე: ინფორმაცია, რომ პროექტი აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.