Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს მთავრობა სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებას წყვეტს და ახალ ტენდერს გამოაცხადებს – კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს

მარშალ პრესი 22/02/2026
municipaluri

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალ ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

ფონდმა რამდენიმე დღის წინ გადაწვიტა, რომ სოფლის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან – შპს “ინსისა” და შპს “ჯავას” ერთობლივ საწარმოსთან, ხელშეკრულება შეწყვიტოს, რის მიზეზადაც კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდება. კერძოდ, რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 2022 წლის პირველ კვარტალში დაიწყო, თუმცა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რაც ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი გახდა.

ველისციხეში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩავიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბექა ურუშაძე. განიხილეს პროექტის გაგრძელებისთვის აუცილებელი პროცედურები და მომდევნო ნაბიჯები.

ბექა ურუშაძის განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი დონორი ორგანიზაციის წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით წარიმართება. თითოეული ეტაპი, ხელშეკრულების შეწყვეტა და ახალი ტენდერის მომზადება, აზიის განვითარების ბანკთან კოორდინაციითა და მისი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს.

პარალელურად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია “ეპტისა” დაიწყებს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალურ აღწერასა და ინვენტარიზაციას. პროცედურა აუცილებელია შესრულებული სამუშაოების მოცულობის ზუსტად განსაზღვრისა და დარჩენილი სამუშაოების ნუსხის შესადგენად.

Post navigation

Previous: ვასო აბაშიძის სახელმწიფო თეატრიდან ისეთი მსახიობები წავიდნენ, გაჯანსაღდა გარემო და მგონი დროა დავიწყოთ მანდ სიარული
Next: მგფ-ის დირექტორი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე: ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები. მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდება ახალი ტენდერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.