Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ქართული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ სიყვარულსა და დამოკიდებულებაში

მარშალ პრესი 02/04/2022
ბექა ოდიშარია

ქართული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ სიყვარულსა და დამოკიდებულებაში, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, თბილისის საჯარო სკოლაში ჩარიცხულ უკრაინელ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს საქართველოს პარლამენტში უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს სახელმწიფოს მთავარ პოლიტიკურ შენობაში რომელიც მთავარ გამზირზე მდებარეობს. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ამ გამზირზე მდებარე სახელმწიფო შენობებზე, კერძო სახლებზე, თეატრებზე და სხვადასხვა დაწესებულებებზე დღეს 33 უკრაინული დროშა დავთვალე. ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ სიყვარულსა და დამოკიდებულებაში“, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

მან მადლობა გადაუხადა კოლეგებსა და საპატიო კონსულებს, პარლამენტის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, რაც როგორც დონაციას ასევე, საქველმოქმედო ტვირთის შეგროვებას მოიცავდა.

Post navigation

Previous: დავით სერგეენკო უკრაინელ მოსწავლეებს: ყველანაირად ვეცდებით, საქართველოში ყოფნის პერიოდი თქვენთვის გამორჩეული და დაუვიწყარი იყოს
Next: შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ანატოლი ბიბილოვის განაცხადებას არანაირი შიდა თუ საერთაშორისო სამართლებრივი ძალა არ გააჩნია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.