Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილის სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია

მარშალ პრესი 18/02/2026
irakli kircxalia

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია, პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, 70 წლის იუბილეს ულოცავს. ირაკლი კირცხალია ბიძინა ივანიშვილს უსურვებს დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ქვეყნის სასიკეთოდ. კირცხალიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახელი უკავშირდება იმ ეტაპს, როდესაც საზოგადოებამ თანამედროვე საქართველოში “მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია.”

“დღეს ქართველი ერისკაცის, “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. მისი სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია. ამ არჩევანის უკან კი დგას ადამიანი, რომელმაც საკუთარი რესურსი და დიდი გამოცდილება ქვეყნის და ხალხის სამსახურისთვის გამოიყენა. მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია, რომელიც ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების გარანტია. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას, საქართველოს საკეთილდღეოდ,”- წერს ირაკლი კირცხალია.

Post navigation

Previous: პროკურატურის განცხადება ელისო კილაძის დაკავების საქმეზე
Next: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2026-2030 წლების სტრატეგიული გეგმის თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართვა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს უწყობს ხელს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.