Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში

მარშალ პრესი 16/02/2026
irakli kobakhidze

ეს პიროვნება უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სიმონ ჯანაშიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ამ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა კომპლექსი. თქვენ კადრებიც ნახეთ, რომ ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და წინა ხაზზე ძალადობდნენ მის მიერ წაქეზებული ადამიანები, რომლების შემდეგ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებებში, რაც არის ტრაგედია. ახალგაზრდები არიან ციხეში იმის გამო, რომ სწორედ ასეთმა ავანტიურისტებმა წააქეზეს ისინი ძალადობისა და დანაშაულის ჩადენისკენ. სამწუხაროდ, დანაშაული იქნა ჩადენილი, რასაც დაუპირისპირდა სასჯელი. რაც შეეხებათ ამ ავანტიურისტებს, კონკრეტულად ამ პიროვნებას, რომელიც უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მისი პარტია აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში.

მე შეგახსენებთ მათ კამპანიას – ისინი ცდილობდნენ, დაეჯერებინათ ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომ თუ ეკა გიგაურს მოუწევდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროში, მეორე დღეს გაიღვიძებდნენ ჩელიაბინსკში. ასეთ დონეზე ცდილობდნენ ისინი, მოეტყუებინათ ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდები. ასეთი ფორმით ახალისებდნენ ისინი ძალადობრივ ქმედებებს და დანაშაულებს, რომლებიც იქნა ჩადენილი. მათ აქვთ კომპლექსი, ახლა თვითონ არიან თბილად, მაშინ, როდესაც მათ მიერ წაქეზებული ახალგაზრდები სხედან ციხეში და ეს კომპლექსები ალაპარაკებდა მას“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში
Next: ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.