Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმ სტატისტიკამ, რომელიც გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში

მარშალ პრესი 16/02/2026
irakli kobakhidze

იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მლრდ დოლარი.

„იყო ყალბი კამპანიები, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კეთდებოდა ვიდეოები, თითქოს არალეგალ თუ ლეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით და ა.შ. იყო მიზანმიმართული კამპანია. საბოლოო ჯამში, იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის, „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით, დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. თვითონაც აღიარეს, რომ ეს კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით იყო სრული ტყუილი. პირდაპირ არ უღიარებიათ, თუმცა ირიბად გადაიტანეს აქცენტები ახლა უკვე იმაზე, რომ თითქოს 6.6 მლრდ დოლარის ინვესტიცია არის არარეალური. როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მლრდ დოლარი. ეს ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ეკონომიკური კუთხით დამატებით 11 მლრდ ლარს და სახელმწიფო ბიუჯეტს შემდეგი 10 წლის განმავლობაში, საშუალოდ წელიწადში, 700 მლნ ლარს. შესაბამისად, ეს არის უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვა ინტერპელაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მზად არის, უფრო მეტი დეტალის შესახებ გაუზიაროს ინფორმაცია პარლამენტის წევრებს.

„მიგრაციის თემით დაინტერესდა პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობაც. მზად ვარ, კიდევ უფრო მეტი დეტალის შესახებ გავუზიარო ინფორმაცია პარლამენტის წევრებს და რა თქმა უნდა, მომზადებული მივალთ საქართველოს პარლამენტში”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

Post navigation

Previous: თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დაცული
Next: სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.