Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 16/02/2026
irakli kobakhidze6

ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, საიას სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბი-ბი-სი“-მ.

„ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი“-ზე გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი, აქედან გამომდინარე მათ მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად, სარჩელშიც არ ვხვდებით არავითარ მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა „ბი-ბი-სი“-მ, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით. საერთოდ არ აინტერესებთ, არც რეპუტაცია და არც არაფერი, მზად არიან, ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ „ბი-ბი-სი“-ს ეთერით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ამასთან დაკავშირებით. ის, რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია ნივთიერების შესახებ, ეს არის ტყუილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი და დეტალურად გააცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებას. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ არც ერთი საერთაშორისო დონეზე აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს. ცრემლმდენი საშუალების გამოყენება, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. ყველაფერი დანარჩენი არის „ბი-ბი-სის“ და სხვისი ტყუილები“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სიმონ ჯანაშია უშუალოდ აქეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ისინი მოკალათებულები არიან თბილ ოთახებსა და სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები დღეს სხედან ციხეში
Next: ჩვენ, როგორც ხელისუფლება, არ ვსაუბრობთ კურსის ცვლილების შესაძლებლობაზე, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი და ეს გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაა, დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.