Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ლანჩხუთში შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ ახალი ოფისი გაიხსნა

მარშალ პრესი 14/02/2026
630491524_897545526461598_1585817547980305636_n

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ლანჩხუთში შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ ახალი ოფისი გახსნა.

ახალი ადმინისტრაციული სივრცე სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. მოწყობილია ავტობუსების სადგომი და სამრეცხაო ზონა, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. შექმნილი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო, სტაბილურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

მუნიციპალიტეტმა 2024 წელს, საქართველოს მთავრობა-ის მხარდაჭერით, შეიძინა 5 ახალი Isuzu-ს მარკის ავტობუსი. თითოეული მათგანი გათვლილია 21 მგზავრზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ამავე სივრცეში განთავსდება მერიის ბალანსზე არსებული ნაგავმზიდი ავტომობილები და სპეციალური ტექნიკა, რაც მუნიციპალური სერვისების ეფექტიან მართვას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

Post navigation

Previous: მიუნხენში ვესაუბრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოში ვიზიტს, შევხვდები ეუთო-ს გენერალურ მდივანსაც
Next: ჩვენი დაკარგვა არ უნდათ, გვესაუბრებიან, ამავე დროს ცდილობენ, კრიტიკული განცხადებების რიტორიკა შეინარჩუნონ – ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.