Skip to content
14/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენი დაკარგვა არ უნდათ, გვესაუბრებიან, ამავე დროს ცდილობენ, კრიტიკული განცხადებების რიტორიკა შეინარჩუნონ – ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს

მარშალ პრესი 14/02/2026
giorgi gabunia

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები და გამოსვლები შეაფასა და ევროკავშირი ორმაგ პოლიტიკურ სტანდარტებში დაადანაშაულა.

„ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ გვესაუბრებიან, არის შეხვედრები, მეორე მხრივ, გვაკრიტიკებენ. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკის კლასიკური მიდგომა – ორმაგი სტანდარტები, ორმაგი მიდგომა. ერთი მხრივ, ჩვენი დაკარგვა არ უნდათ, გვესაუბრებიან, ამავე დროს ისინი ცდილობენ, კრიტიკული განცხადებების რიტორიკა შეინარჩუნონ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მათთან სასაუბროდ და ასევე, მზად ვართ იმისთვის, რომ ვაკრიტიკოთ.

ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში მოხდეს ისეთი უხეში ჩარევები, რომელიც ჩვენ ვნახეთ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ისინი მიიღებენ ჩვენგან სიმართლეს, მიიღებენ ჩვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულ და მკაცრ პოზიციას. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და იმისთვის, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად გადაიტვირთოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

Post navigation

Previous: ლანჩხუთში შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ ახალი ოფისი გაიხსნა
Next: გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა – გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.