Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით სერგეენკო უკრაინელ მოსწავლეებს: ყველანაირად ვეცდებით, საქართველოში ყოფნის პერიოდი თქვენთვის გამორჩეული და დაუვიწყარი იყოს

მარშალ პრესი 02/04/2022
დავით სერგეენკო

გულწრფელად მჯერა, თქვენი საქართველოში ყოფნა დადებითი ემოციებით და ახალი მეგობრების შეძენით იქნება გამორჩეული. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ის პერიოდი, რასაც თქვენ საქართველოში გაატარებთ, თქვენს ცხოვრებაში მართლაც გამორჩეული, დაუვიწყარი და დადებითი დრო იყოს, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ უკრაინელ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომლებსაც დღეს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა უკრაინელ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დღესვე, საკანონმდებლო ორგანოს უკრაინელი სტუმრები მთაწმინდის პარკში ტრამვაით გაემგზავრებიან, სადაც ისინი მთელი დღის განმავლობაში ულიმიტო აბონემენტებით ისარგებლებენ.

Post navigation

Previous: რუსების მიერ ოკუპირებულ ენერგოდარში ოკუპანტებმა ადგილობრივების აქცია დაშალეს. არიან დაჭრილები
Next: ბექა ოდიშარია: ქართული სახელმწიფო, მისი ხელისუფლება და ხალხი ერთიანია უკრაინელი ხალხის მიმართ სიყვარულსა და დამოკიდებულებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.