Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტვინგაღუნულ ნაცექსპერტებს ეგონათ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე მოსკოვში ჩავიდოდა და თურმე ვაშინგტონში ყოფილა

მარშალ პრესი 11/02/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი შეცდომით ვარაუდობდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე მოსკოვში ჩავიდოდა, თუმცა ის 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ანალიტიკოსის თქმით, მდინარაძემ ვაშინგტონში კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრები გამართა.

„ტვინგაღუნულ ნაცექსპერტებს ეგონათ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე მოსკოვში ჩავიდოდა და თურმე ვაშინგტონში ყოფილა. ქაჯობაში კიდევ უფრო დახვეწილთა აზრით, ბატონმა მდინარაძემ ამერიკელ კოლეგებს ხელისუფლების ე.წ. გადაბარებასა და ე.წ. გარანტიების შესახებ ესაუბრა. ეს ე.წ. ანალიტიკოსები იმ კლასტერიდან არიან, სადაც რომან გოცირიძე და გია ხუხაშვილი ეკონომიკის დაცემას წინასწარმეტყველებენ და დავით სიხარულიძე “ორეშნიკის” რაკეტებს ვითომ აუბრალოებს. ყავაზე იმკითხაონ ნაცძონძებმა, იქნებ მაგაში უფრო წარმატებულნი იყვნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა
Next: მორიგი წინასაინსულტო ამბავი ჩვენი “ლეგიტიმური სექტის” მიმდევრებისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.