Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მორიგი წინასაინსულტო ამბავი ჩვენი “ლეგიტიმური სექტის” მიმდევრებისთვის

მარშალ პრესი 11/02/2026
david kartvelishvili

„სუს-ს დირექტორის, მამუკა მდინარაძის 7-10 თებერვლის ვიზიტი აშშ-ში უფრო ჰგავს არა პროტოკოლურ ფოტოსესიას, არამედ სამუშაო შესვლას ამერიკულ ძალოვან კონტურში – იქ, სადაც გადაწყვეტილებები პრესრელიზების გარეშე მიიღება,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა „ფასადური” დიპლომატიიდან, „ინჟინერულ“ ფორმატზე გადადის, რადგან ორმხრივი ამოცანები სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება.

„მორიგი წინასაინსულტო ამბავი ჩვენი “ლეგიტიმური სექტის” მიმდევრებისთვის: სუს-ს დირექტორის, მამუკა მდინარაძის 7-10 თებერვლის ვიზიტი აშშ-ში უფრო ჰგავს არა პროტოკოლურ ფოტოსესიას, არამედ სამუშაო შესვლას ამერიკულ ძალოვან კონტურში – იქ, სადაც გადაწყვეტილებები პრესრელიზების გარეშე მიიღება. ღია წყაროებში, ვიზიტის კონკრეტული “ტრაფიკი” არ იძებნება, თუმცა ამ ჩარჩოში ყველაზე სავარაუდო კომბინაციაა: კონტაქტები Federal Bureau of Investigation-თან (კონტრდაზვერვა/ანტიტერორისტული სამსახური), შესაძლოა დახურული სამუშაო არხები Central Intelligence Agency-თან და/ან United States Department of Homeland Security-ისთან.

აქ, რაც ყველაზე მთავარია: ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში სულ უფრო აშკარაა გადასვლა “ვიტრინული და ფასადური” დიპლომატიიდან, „ინჟინერულ“ ფორმატზე, ვინაიდან ორმხრივი ამოცანები სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება: კიბერ და ტერორისტული საფრთხეები, დერეფნები, უსაფრთხოების რისკები, ტრანზიტი, კონტრდაზვერვა, სიგნალების ერთობლივი გადამოწმება და შესრულების მექანიზმები. საჯარო შეხვედრები ხშირად სწორი სიტყვების კომპრომისულ ნაკრებს ჰგავს, ხოლო დახურული შეხვედრები, კონკრეტული ქეისების, გვარების, ინფორმაციის გაცვლის პროტოკოლების, რისკების მატრიცისა და ორმხრივი ვალდებულებების სიას.

სწორედ ეს „უხილავი უსაფრთხოების ბიუროკრატია“ ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე ლამაზი ფოტო, ხელის პროტოკოლური ჩამორთმევით. თუ ვიზიტი სწორედ ასეთ დახურულ კონტურზე იყო აგებული, მისი შინაარსი არ არის ბანალური „ურთიერთობების გადატვირთვა“, ან სიმბოლური ჟესტები, არამედ მკაცრი კონკრეტიკა: აშშ ინარჩუნებს საქართველოსთან პარტნიორობოს სამუშაო არხს იქ, სადაც მნიშვნელოვანია ხარისხი და არა ყურადღების მიქცევის დონე. ეს არის ფორმატი, სადაც ნაკლებად საუბრობენ ზოგად “დემოკრატიასა და სტაბილურობაზე” და უფრო მეტად, ხვალ დილით გასაკეთებელზე: რომელი საფრთხეა პრიორიტეტი, სად არის ინფრასტრუქტურის სისუსტეები, რომელი ქსელები, ან ჯგუფებია დაკვირვების ქვეშ, რა წესებით ხდება ინფორმაციის გაცვლა, რა სჭირდება ქართულ მხარეს და რას სთავაზობს ამისთვის ამერიკული მხარე (მათ შორის ტექნოლოგიურად),“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ტვინგაღუნულ ნაცექსპერტებს ეგონათ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე მოსკოვში ჩავიდოდა და თურმე ვაშინგტონში ყოფილა
Next: უნდა ვიცოდეთ, რომ ერთ მხარეს არის 60%, რომელიც წარმოებაა, რაც ჯდება თავისი მოგებით და არის მეორე მხარეს ხარჯები, რომელიც გაყიდვას უკავშირდება – დაახლოებით 40% ჯდება, რომ პროდუქტი მივიდეს მომხმარებლამდე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.