Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ არ ასახავს რეალურ სურათს. მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება

მარშალ პრესი 10/02/2026
davit chikhelidze

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ უფრო დასავლურ პოლიტიკურ ნარატივს ასახავს და არა რეალურ სურათს.“

ჩიხელიძის თქმით, ელჩის შეფასებები ემოციურ-პოლიტიკურ ტერმინოლოგიას ეფუძნება და არა მკაფიო, გაზომვად კრიტერიუმებს.

„ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ უფრო დასავლურ პოლიტიკურ ნარატივს ასახავს, და არა რეალურ სურათს. ფაქტია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არ ფიქსირდება. აღნიშნულს არაერთი საერთაშორისო კვლევა და ინდექსი ადასტურებს . ელჩის შეფასებები ემოციურ-პოლიტიკურ ტერმინოლოგიას ეფუძნება და არა მკაფიო, გაზომვად კრიტერიუმებს.

რაც შეეხება „რუსული გავლენის გაძლიერებას“, ეს თეზა დასავლურ დისკურსში უკვე უნივერსალურ იარაღად იქცა, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან მათთვის სასურველ პოლიტიკურ სცენარს. რეალურად, საქართველოში არ გაზრდილა რუსეთის პოლიტიკური გავლენა: რუსეთი რჩება ოკუპანტ სახელმწიფოდ, ურთიერთობები გაყინულია, ხოლო ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციურად არის გამყარებული. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა რომელ საქართველოზე საუბრობს ელჩი? რეალურ ქვეყანაზე, რომელიც რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში სტაბილურობას ინარჩუნებს, თუ დასავლეთში ფორმირებულ პოლიტიკურ სურათზე, რომელიც ფაქტებზე მეტად ინტერპრეტაციებს ეყრდნობა. მსგავსი ტიპის განცხადებები არა სიმართლის ანალიზს, არამედ პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება.“ – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ანტიქართველი ესტონელი მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ელჩმა ნატოში, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საქართველოს ე.წ. “რუსიფიკაციაზე” – არც ერთ ქვეყანას არავინ ეკითხება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვას
Next: ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც ყველა ერთად შევჯერდით სტუ-ს წარმომადგენლებთან ერთად, მოვუსმინეთ, გავითვალისწინეთ მათი ინტერესები, პოზიციები, მათი არგუმენტები მივიღეთ მხედველობაში, მთავარი ამოცანაა, საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.