Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც ყველა ერთად შევჯერდით სტუ-ს წარმომადგენლებთან ერთად, მოვუსმინეთ, გავითვალისწინეთ მათი ინტერესები, პოზიციები, მათი არგუმენტები მივიღეთ მხედველობაში, მთავარი ამოცანაა, საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად

მარშალ პრესი 10/02/2026
irakli kobakhidze

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც ყველა ერთად შევჯერდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯანსაღი დისკუსია, რაც შედგა გუშინ აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოვუსმინეთ მათ და გავითვალისწინეთ მათი ინტერესები, პოზიციები. მათი არგუმენტები მივიღეთ მხედველობაში და საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც ყველა ერთად შევჯერდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად. დღეს გვაქვს სერიოზული ხარვეზები ამ მიმართულებით, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ დისციპლინებს, საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტროს, სხვადასხვა მიმართულებით გვჭირდება კადრები, გვჭირდება სამუშაო ძალა. ეს ეხება მშენებლებს, ინჟინრებს, არქიტექტორებს და ა.შ. ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი ქვეყნის რესურსი ამ მიმართულებით. ამისთვის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ არ ასახავს რეალურ სურათს. მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება
Next: დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.