Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანტიქართველი ესტონელი მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ელჩმა ნატოში, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საქართველოს ე.წ. “რუსიფიკაციაზე” – არც ერთ ქვეყანას არავინ ეკითხება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვას

მარშალ პრესი 10/02/2026
gia abashidze

ანტიქართველი ესტონელი მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ელჩმა ნატოში წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საქართველოს ე.წ. “რუსიფიკაციაზე” და შემდეგ იმეოროს მახინჯი და “გახუნებული” სასაუბრო. არც ესტონეთს და არც ერთ ქვეყანას არავინ ეკითხება საქართველოს სუვერენული საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა, – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, ესტონელი დიპლომატის, იური ლუიკისა და მისნაირთა საუბარი, “ნაცმარგინალების” უპერსპექტივო შეგულიანებისთვისაა და არ არის ყურადსაღები ჩვენი საზოგადოებისთვის.

„ანტიქართველი ესტონელი მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ელჩმა ნატოში წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საქართველოს ე.წ. “რუსიფიკაციაზე” და შემდეგ იმეოროს მახინჯი და “გახუნებული” სასაუბრო. არც ესტონეთს და არც ერთ ქვეყანას არავინ ეკითხება საქართველოს სუვერენული საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა, ხოლო ესტონელი დიპლომატის, იური ლუიკისა და მისნაირთა ბლა ბლა, ნაცმარგინალების უპერსპექტივო შეგულიანებისთვისაა და არანაიარადაა ყურადსაღები ჩვენი საზოგადოებისთვის. მრავალი წელია ამას ვხედავთ. იმ ფონზე, როცა გაჩნდა რეალური პესპექტივა, რომ ვაშინგტონმა და თბილისმა რეალურად გადატვირთონ ბაიდენის მიერ დაზიანებული ურთიერთობა, “დიფ სთეითის” განშტოება ევროკრატიის მსახურთა სხვადასხვა ვერბალური მაწაკობა არ იქნება გასაკვირი.

თვით ტრამპს ეწინააღმდეგებიან მშვიდობისმყოფელობაში და ცხადია, საქართველოსთან სურთ სცადონ ე.წ გეოპოლიტიკური “მკლავჭიდი”, მაგრამ ვერ გამოუვათ. აქვეყნონ ეს ფარატინა ინტერვიუები თუ ჩალისფასიანი რეზოლუციები.“ – წერს აბაშიძე.

 

Post navigation

Previous: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული
Next: ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ არ ასახავს რეალურ სურათს. მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.