Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული

მარშალ პრესი 10/02/2026
shroma

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას.

ILO-ს შეფასებით, საქართველოში 2025 წელს დასაქმებულთა შორის სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე ახალ ისტორიულ მინიმუმადე შემცირდა და 1,4%-ს გაუთანაბრდა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ორ წელიწადში სამუშაო სიღარიბე 2,5-ჯერ, 2012 წელთან შედარებით კი 10-ჯერ არის შემცირებული.
ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2000 წლიდან 2024 წლის ჩათვლით მაჩვენებლები. ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. 2000-2003 წლებში სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა საშუალოდ იყო დასაქმებულთა 19%, ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, რა დროსაც 17% ანუ საშუალოდ ყოველი მეექვსე დასაქმებული, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა იმყოფებოდა.

სიტუაცია არსებითად შეიცვალა 2013-2024 წლებში. ამ პერიოდში „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში საშუალოდ 6%-ს გაუთანაბრდა. ბოლო, ანუ 2025 წლის შეფასებით კი, ქვეყანაში, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა, დასაქმებულთა 1,4%-ია დარჩენილი, რაც საქართველოს ახალი ისტორიული მინიმუმია.

 

Post navigation

Previous: მილანის შეხვედრამ, თუნდაც არაოფიციალურმა და ხანმოკლემ – საზოგადოებას მისცა განცდა, რომ ვაშინგტონთან არხი დახურული არ არის
Next: ანტიქართველი ესტონელი მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ელჩმა ნატოში, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საქართველოს ე.წ. “რუსიფიკაციაზე” – არც ერთ ქვეყანას არავინ ეკითხება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.