Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველანაირი გარემო არის შექმნილი, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები, მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ

მარშალ პრესი 06/02/2026
irakli kobakhidze
ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური გარემო და კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, რაც არის ძალიან მომგებიანი ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე ჩანს, რომ საქართველო  ამ კუთხით იმსახურებს მაღალ ნდობას.
„ყველა ობიექტური რეიტინგის თანახმად საქართველოს უჭირავს ძალიან მაღალი პოზიციები. არის მარტივი ბიუროკრატია, რაიმე დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში და კორუფციისგან თავისუფლების კუთხითაც ძალიან მაღალი პოზიციები გვიჭირავს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, პრაქტიკულად ყველა ობიექტურ საერთაშორისო შეფასებაში. აქედან გამომდინარე, ყველანაირი გარემო არის შექმნილი იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები. მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ასევე, ყველა ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე ევროპაში. გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არავის. ასეთ პირობებში, ყველა ხედავს, რომ საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება და ბიზნესის კეთება. ამას მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და ამ გარემოებით მაქსიმალურად ვისარგებლოთ“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, არჩევნებში ჩარევის კუთხით – ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის მაღალი ხარისხით, დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა, რაზეც არის ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში
Next: დუბაის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, მქონდა საშუალება, გამოვსულიყავი როგორც პლენარულ, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში და მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასა და პოტენციალზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.