Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დუბაის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, მქონდა საშუალება, გამოვსულიყავი როგორც პლენარულ, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში და მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასა და პოტენციალზე

მარშალ პრესი 06/02/2026
irakli kobakhidze

დუბაის სამიტი არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც გვაქვს საშუალება, მივმართოთ ფართო აუდიტორიას, აქ არიან შეკრებილები პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გასაღრმავებლად.

„ამ ფორმატს ვიყენებთ მაქსიმალურად აქტიურად, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. აქ ჰქონდათ, მათ შორის, მინისტრებს იმის საშუალება, რომ გასაუბრებოდნენ კოლეგებს, ასევე პოტენციურ ინვესტორებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. პირადად მე მქონდა საშუალება, გამოვსულიყავი როგორც პლენარულ ფორმატში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში და მესაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასა და პოტენციალზე,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ყველანაირი გარემო არის შექმნილი, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები, მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ
Next: ყველა ხედავს, რომ ჰელსინკის კომისია ე.წ. დიფსთეითის ხაზს ატარებს ძალიან აქტიურად და საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.