Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, არჩევნებში ჩარევის კუთხით – ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის მაღალი ხარისხით, დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა, რაზეც არის ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში

მარშალ პრესი 06/02/2026
irakli kobakhidze

მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია საქართველოში 2024 წლის არჩევნებში.

„მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო შეფასება ეძლევა კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, კონკრეტულად, არჩევნებში ჩარევის კუთხით. ამის შესახებ ქართულ საზოგადოებას დიდი ხანია, აქვს ინფორმაცია. ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია 2024 წლის არჩევნებში. ასევე, 2020-2021 წლებში, როგორ ერეოდა არჩევნების არაღიარების პროცესში. ეს არის ძალიან უხეში პრაქტიკა, რაც უნდა გამოსწორდეს. თავის დროზე ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის მაღალი ხარისხით, სათანადო პრინციპები იყო დაცული. დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა, რაზეც არის ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო ტრადიციულობისა და სუვერენიტეტის დაცვა — ეს ყველასთვის შესაძლებელია
Next: ყველანაირი გარემო არის შექმნილი, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები, მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.