Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღო შეთავაზება

მარშალ პრესი 29/06/2022
სოზარ სუბარი

პირველივე ჯერზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მოდიდოა სწორედ ამ გზავნილით და პარლამენტში უნდა გაეჟღერებინა, თვითმფრინავიდან დაიწყეს რეკვა და თვითმფრინავიდან დანიშნეს სხდომა, – ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა შეკითხვას, რატომ დათანხმდა ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადის შეტანას.

„მესიჯი გაუგზავნეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ჰქონდა შეხვედრა. მისწერა, ახლა ამაზე ვერ ვილაპარაკებთ, შეხვედრა მაქვს, მოვრჩები და შეგეხმიანებით. პრეზიდენტი ზის თვითმფრინავში და ცოტა ხანში პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მეორე მესიჯს, რომ სხდომა არის დანიშნული. რა ჰქვია ახლა ამას? ეს არის ერთგვარი უზურპაციაც კი ძალაუფლების, რადგან პრეზიდენტს არ აქვს უფლება დანიშნოს სხდომა. პარლამენტის წინაშე მოხსენება ნიშნავს, რომ პარლამენტი გიწვევს. მინიმუმ შეთანხმებით ხდება. ორი კონსტიტუციური უწყებაა. თვითმფრინავიდან დანიშნა სხდომა, რაღაცა სასწრაფო მაქვს სათქმელი, ისეთი, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ იტყვის, ევროპაში მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრებიო. როდესაც მოვიდა ერთი კვირის შემდეგ, არცერთი სიტყვა არ უთქვამს იმ ევროპულ შეხვედრებზე. სრულიად სხვაგან წაიყვანა თემა იმიტომ, რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი. არაფერი იყო საჩქარო. გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღო შეთავაზება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი ეკა გიგაურზე: ორგანიზაციები უნდა დაფიქრდნენ, მისცენ თუ არა სხვა დროს გრანტი ადამიანს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ ომისკენ მოუწოდებს
Next: სოზარ სუბარი: თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის – გამანადგურებელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.