Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის – გამანადგურებელი

მარშალ პრესი 29/06/2022
სოზარ სუბარი

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო და მოლდოვა ებმებიან ომში. ეს ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი არის არა ერთგან, არამედ ორგან და სამგან. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში: ფრონტის ხაზი გაშლილია რამდენიმე ათას კილომეტრზე, თუმცა აქტიური საომარი მოქმედებები ხდება ერთ კონკრეტულ წერტილში, შემდეგ მეორე წერტილში, შემდეგ მესამე წერტილში, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთს ბევრად უფრო გაუძნელდება ომი. მხოლოდ სადმე შეჭრა კი არაა ომი, აღებულ ტერიტორიას სჭირდება დაკავება, გამაგრება და დამატებითი ძალა. ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში დაიწყო ლაპარაკი, რომ რუსეთს რაკეტები აღარ აქვს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღე სულ უფრო მეტი რაკეტა მიდის, მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე – იბომბება მოსახლეობა, საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრები. რა დღეში იქნებოდა საქართველო, ადვილი წარმოსადგენია. კი, რუსეთისთვის ეს იქნებოდა მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის იქნებოდა გამანადგურებელი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღო შეთავაზება
Next: სოზარ სუბარი: მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე სამადაშვილს და ეკა ხერხეულიძეს ისეთი გავლენა აქვთ, რომ 308 დეპუტატს მოაწერინეს რეზოლუციაზე ხელი? პირიქით არის, მათ შეკვეთებს ასრულებენ ძალიან ხშირად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.