Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი ეკა გიგაურზე: ორგანიზაციები უნდა დაფიქრდნენ, მისცენ თუ არა სხვა დროს გრანტი ადამიანს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ ომისკენ მოუწოდებს

მარშალ პრესი 29/06/2022
სოზარ სუბარი

„აქ ომი არ იქნება“, – ამბობს საქართველოს ხელისუფლება, თუმცა ვისმენთ სახალხო დამცველის განცხადებებს, რომ ჯობია ცხელი ბომბები ცვიოდეს ჩვენს თავზე, ვიდრე რაღაც განცხადების გამო სირცხვილი ვჭამოთ, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ლიდერის განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის დამფინანსებლები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, მისცენ თუ არა მომავალში გრანტი.

„ვისმენთ პირდაპირ მოწოდებას ომისკენ ეკა გიგაურისგან – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ამ შემთხვევაში მგონია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, უნდა დაფიქრდნენ, მისცენ თუ არა სხვა დროს გრანტი ადამიანს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ ომისკენ მოუწოდებს და დღესაც იმ ცვლილებების ავანგარდშია, რასაც ჰქვია ე.წ. ტექნიკური მთავრობა, ვადამდელი არჩევნები, მთავრობის გადაყენება“, – აღნიშნა სუბარმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: როდესაც უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატობას, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატობას, ეს არ არის სამართლიანი
Next: სოზარ სუბარი: გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიიღო შეთავაზება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.