Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალიამ შვედურ მხარეს მიმართა: დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში, სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას

მარშალ პრესი 03/02/2026
irakli kircxalia

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, შვედეთის სახელმწიფოს მოუწოდა, „დროს ნუ დახარჯავენ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში“ და ამის ნაცვლად, საკუთარ სახელმწიფოში არსებულ შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნონ.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი შეშფოთებულია შვედეთში გაზრდილი დისკრიმინაციული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონის და ზოგადად, კრიმინალის მაჩვენებლის ზრდით.
ამავე დროს, ქართული მხარის შეშფოთების საგანია „ეკონომიკური სტაგნაცია და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას.“

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გააგრძელებს მონიტორინგს და მომავალშიც გამოხატავს მზარდ შეშფოთებას შვედეთსა და სხვა ქვეყნებში ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არ არსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას.“
დასასრულ, აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს და მომავალშიც აუცილებლად გამოვხატავთ ჩვენს მზარდ შეშფოთებას შვედეთში და არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით.“ – განაცხადა კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

Post navigation

Previous: ქვეყნის გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის, ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატებისა და დისკუსიის ჩახშობა გახდა
Next: შემაშფოთებელია, რომ შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი, ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები – თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე და ობიექტურ მოცემულობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.