Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შემაშფოთებელია, რომ შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი, ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები – თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე და ობიექტურ მოცემულობაზე

მარშალ პრესი 03/02/2026
kircxalia

ნებისმიერი პროცესი, რაც თქვენი შეშფოთების მიზეზად შეიძლება იქცეს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის გამოძახილია, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ შვედურ მხარეს, რომელიც ერთ-ერთია იმ 24 ქვეყნიდან, ვინც საქართველოში თითქოსდა ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას დაუჭირა მხარი.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კირცხალიამ განაცხადა, საქართველოს, როგორც შვედეთის პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოს, ნამდვილად აქვს შეშფოთების მიზეზი, აღნიშნულ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როგორიცაა გაზრდილი კრიმინალი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მაჩვენებლის ზრდა, ეკონომიკური სტაგნაცია და ა.შ..

„მეორე მხრივ, საქართველოს, როგორც თქვენს პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოს და მის მმართველ გუნდს ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც თქვენს ქვეყანაში ხდება.
იქნებ დაგვეხმაროთ და განგვიმარტოთ, თქვენს მსგავსად, ჩვენც შეცდომაში ვართ შეყვანილი, თუ თქვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს ის პრობლემები და გამოწვევები, რაზეც ხმამაღლა მიდის საუბარი?
მაგალითად, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო პერიოდში შვედეთში უკიდურესად არის გაზრდილი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თქვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში გაზრდილია ორგანიზებული დანაშაულის რისკის დონე და ზოგადად, შვედეთში გაზრდილია კრიმინალის მაჩვენებელი.
შემაშფოთებელია, რომ შვედეთში ბანდების მიერ სროლები და აფეთქებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად გაიზარდა.
გვაშფოთებს ეკონომიკური სტაგნაცია თქვენს ქვეყანაში და ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა მაღალი ინფლაციის, სუსტი შიდა მოთხოვნის და საყოფაცხოვრებო ვალების გამო სირთულეების წინაშე დგას.
ასევე, შემაშფოთებელი ფაქტია, რომ სამწუხაროდ, თქვენს მოქალაქეებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ მკურნალობის მისაღებად.“

კირცხალიას თქმით, საქართველოს შეშფოთება, შვედეთისგან განსხვავებით, ობიექტურ მოცემულობაზეა დაფუძნებული, შესაბამისად, მოუწოდებს შვედეთს, რომ საკუთარ სახელმწიფოში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოს.

„თქვენგან განსხვავებით, ჩვენ მიერ გამოხატული შეშფოთება დაფუძნებულია ფაქტებზე, სტატისტიკაზე და ობიექტურ მოცემულობაზე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გულითადად მოგიწოდებთ, დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არ არსებულ პრობლემებზე შფოთვაში და სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას.“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

 

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალიამ შვედურ მხარეს მიმართა: დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში, სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას
Next: გარემოება, რომ თავისუფლების პრიზი გადაეცით მოძალადე რადიკალებს, მოძალადეთა მიმართ თქვენი მიკერძოების დამადასტურებელი და ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მორიგი უხეში აქტია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.