Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყნის გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის, ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატებისა და დისკუსიის ჩახშობა გახდა

მარშალ პრესი 03/02/2026
nino tsilosani cilosani

ქვეყნის გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის, ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დისკუსიის ჩახშობა გახდა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, პლენარულ სხდომაზე.

წილოსანის განცხადებით დებატების არსებობა ოპოზიციისთვის დამღუპველია, შესაბამისად მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის განსხვავებული პოზიციების ჯანსაღ ფორმატში მოსმენის შესაძლებლობა წაერთმიათ.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გააკეთა, სადაც დეტალურად განმარტა, ვინ იყო ამ ინიციატივის ავტორი, შემსრულებელი და რას ისახავდა მიზნად გეგმა, რომლის განხორციელებაც, უცხო ძალების მორჩილმა კონკრეტულმა სუბიექტებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს.
მედიასტანდარტად ლანძღვის შეურაცხყოფისა და სიცრუის დამკვიდრება, განსხვავებული აზრის ჩახშობა, დისკუსიისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მხილებისთვის სივრცის მოსპობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. – დებატების მოსმენის დროს ხალხს აქვს შესაძლებლობა, ტყუილი და მართალი მარტივად გაარჩიოს, რაც გარე დავალებების შემსრულებელი რადიკალური ოპოზიციისთვის დამღუპველია, შესაბამისად, მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის ჯანსაღი დებატების ფორმატში განსხვავებული პოზიციების მოსმენისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა წაერთმიათ. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგანაც, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

Post navigation

Previous: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ, უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ – ასეთია იმ ხალხის ბედი, რომლებიც უცხო ძალების უპირობო მორჩილებას ირჩევენ
Next: ირაკლი კირცხალიამ შვედურ მხარეს მიმართა: დროს ნუ დახარჯავთ საქართველოში არარსებულ პრობლემებზე შფოთვაში, სჯობს იმ მძიმე და ობიექტურად შემაშფოთებელი გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნოთ, რის წინაშეც დღეს თქვენი სახელმწიფო დგას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.