Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების ანალიზის შედეგად გააკეთოს, ამიტომაც, ამ მიმართულებით არსებული ვითარების გამოსწორებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა

მარშალ პრესი 03/02/2026
nino tsilosani

ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს. ამიტომაც, ამ მიმართულებით არსებული არაჯანსაღი ვითარების გამოსწორებისა და პოლარიზაციის დასრულებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, პლენარულ სხდომაზე, საჯარო დისკუსიების დაბრუნების ინიციატივაზე საუბრისას.

ნინო წილოსანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს დებატებში ჩართვა შესთავაზა.

„პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნების ინიციატივა წამოაყენა და ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს, პარალელურად კი საგნობრივი მსჯელობისთვის მზად არის, ჯანსაღ დებატებში ჩართვა შესთავაზა. რა თქმა უნდა, დისკუსიაზე ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ შემავალი პარტიების დიდი ნაწილის პირდაპირ უარი არავის გაჰკვირვებია, პირიქით ასაკრძალი პარტია და მათი რადიკალი წარმომადგენლები ვერაფრით გახდებოდნენ დებატების მხარე, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც, ერთგვარ ხრიკს მიმართეს და, თითქოს, თანხმობა განაცხადეს, თუმცა, ისეთი სასაცილო და აბსურდული პირობები წამოაყენეს, რომელიც ჯანსაღი დისკუსიის ფორმატს ჩანასახშივე გამორიცხავს“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

Post navigation

Previous: დღეს, ხშირად, საჯარო სამსახურებში, უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც “ფეხისდადების” შანსს ყოველწუთს ელოდება
Next: გახარიას პარტიამ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობა გამოთქვა, თუმცა მოგვიანებით, უარი აბსურდული მიზეზით განაცხადა. ახსნა, რის გამოც მათ უკან დაიხიეს, მათი გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.