Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარიას პარტიამ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობა გამოთქვა, თუმცა მოგვიანებით, უარი აბსურდული მიზეზით განაცხადა. ახსნა, რის გამოც მათ უკან დაიხიეს, მათი გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს

მარშალ პრესი 03/02/2026
nino tsilosani

იმის საილუსტრაციოდ როგორ ეკვრის დედა პარტიას გახარიების პარტიის წარმომადგენლები, მათი ერთ-ერთი მედიასაშუალების შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობაზე თავდაპირველად მზაობა გამოთქვეს, თუმცა, მოგვიანებით, საკუთარი პირობა უკან წაიღეს და პროცესში ჩართვაზე უარი აბსურდული მიზეზით განაცხადეს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.

წილოსანის განცხადებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლების უარის ერთადერთი ახსნა მათი გარე პატრონების გადაწყვეტილებაა, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ „დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცევიან“.

„მათი დასახელებული მიზეზები რომ თითიდან გამოწოვილია, ისიც მეტყველებს, რომ თავიდანვე კარგად იცოდნენ როგორ ფორმატში, ვისთან ერთად უნდა გაემართათ დისკუსია, ეს კი მათ ფსევდოარგუმენტებს ყველანაირ საფუძველს აცლის.

ბუნებრივია, ერთადერთი ახსნა, რის გამოც ამ პოლიტიკურმა ძალამ უკან დაიხია და დებატებზე უარი განაცხადა, მათი გარე პატრონების გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. ვისთვისაც პოლარიზაცია და საზოგადოების დაპირისპირება აუცილებელი პირობაა ამ ქვეყანაში არეულობის დასაორგანიზებლად. შესაძლოა გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ხვდებიან, თუმცა, მათმა პატრონებმა კარგად იციან, რომ დებატებისა და დისკუსიის ფორმატში სიმართლეს ვერსად გაექცევიან. ამიტომაც, ფსონს კვლავაც გაურკვევლობაზე, რადიკალიზმზე და ხელოვნური პოლარიზაციის გაღვივებაზე აკეთებენ,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

Post navigation

Previous: ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების ანალიზის შედეგად გააკეთოს, ამიტომაც, ამ მიმართულებით არსებული ვითარების გამოსწორებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა
Next: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივ აგენტურას გარე პატრონები ჯანსაღ დისკუსიასა და დებატებს უკრძალავენ, უნდათ თუ არ უნდათ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარს ათქმევინებენ – ასეთია იმ ხალხის ბედი, რომლებიც უცხო ძალების უპირობო მორჩილებას ირჩევენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.