Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს, ხშირად, საჯარო სამსახურებში, უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც “ფეხისდადების” შანსს ყოველწუთს ელოდება

მარშალ პრესი 03/02/2026
dimitri khundadze

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საჯარო სამსახურებში საკადრო პოლიტიკაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ შეუფერებელი კადრების რისკ-ფაქტორი ინიღბება რეკომენდატორებით, სწორედ ამიტომ უნდა გაიზარდოს მათი პასუხისმგებლობაც. „რეკომენდატორების პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს, რომ შეუსაბამო კადრებს რეკომენდაციას პასუხისმგებლობის გარეშე არ უწევდნენ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მან თქვა, რომ საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა და „ხალხის ძალა“ მხარდაჭერასთან ერთად, საჭირო დროს, წინააღმდეგობასაც აჩვენებს მმართველი გუნდის მისამართით. „გუნდის შიგნით, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს სავალალო საკადრო პოლიტიკაზეც, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზება 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მათი რესურსი დაუმსახურებლად განიავდა.

ზოგი შეურაცხყოფილიც დარჩა, ზოგი აღარც არის. დღეს, ხშირად, საჯარო სამსახურებში, უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც „ფეხისდადების” შანსს ყოველწუთიერად ელოდება. უფრო მეტიც, ასეთი ხალხი, ზოგჯერ, პოლიტიკურ თანამდებობებსაც კი იკავებს. მათი რისკ-ფაქტორი ზოგჯერ პირადი ნაცნობობით ინიღბება. ეს უნდა დასრულდეს. ასეთ კადრებს სიკეთე არასოდეს მოაქვს. ამ მხრივ შეცდომები ვნახეთ წარსულშიც და ვუყურებთ დღესაც. რეკომენდატორების პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს, რომ შეუსაბამო კადრებს რეკომენდაციას პასუხისმგებლობის გარეშე არ უწევდნენ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: მსურს გამოვეხმაურო უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგ მკაფიო მაგალითს, „შეშფოთებების სერიიდან“ – ირაკლი კირცხალია
Next: ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების ანალიზის შედეგად გააკეთოს, ამიტომაც, ამ მიმართულებით არსებული ვითარების გამოსწორებისკენ პრემიერ-მინისტრმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.