
მოლდოვაში მოსახლეობის დაახლოებით 50% მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს. ბოლო არჩევნებამდე სულ კომუნისტური პარტია ან მასთან კოალიციაში მყოფი ძალები იმარჯვებდნენ. ამ დროს, ჩვენ გვაძლევენ არა კანდიდატობას, არამედ კანდიდატობის კანდიდატობას, რაც არაფერს ნიშნავს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„საქართველოში ევროკავშირის მიმართ საოცრად მაღალი მხარდაჭერაა და ეს მხარდაჭერა უპრეცედენტოდ გაიზარდა ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო – იყო ჩვეულებრივ 60-70%, ახლა კი არის 85%. განსხვავებით იგივე მოლდოვისგან, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 50% მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს. ბოლო არჩევნებამდე სულ კომუნისტური პარტია ან მასთან კოალიციაში მყოფი ძალები იმარჯვებდნენ. ამ დროს, ჩვენ გვაძლევენ არა კანდიდატობას, არამედ კანდიდატობის კანდიდატობას, რაც არაფერს ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება – ეს არის სიტყვა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვითხოვდით და ველოდებოდით, მაგრამ როდესაც ის ორი ქვეყანა ხდება კანდიდატი, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატი, ეს არ არის სამართლიანი. ეს იწვევს სერიოზულ ტურბულენტობას საზოგადოებაში. ოპოზიციას გაუჩნდა შანსები, რომ მოატყუოს საზოგადოება და თქვას, რომ ამის დამაბრკოლებელი არის „ქართული ოცნება“. ამას სჭირდება სიმართლის თქმა და ზოგჯერ სიმართლე არის ის, რასაც კულუარებში გვეუბნებიან და რის სააშკარაოზე გამოტანასაც ერიდება ხელისუფლება“, – აცხადებს სუბარი.