Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი რეფორმებზე: ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, როგორიც არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში – არ უნდა გამოვიგონოთ რაღაც განსხვავებული

მარშალ პრესი 29/06/2022
სოზარ სუბარი

ყველა რეფორმასთან დაკავშირებით უნდა დავიწყოთ მუშაობა. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ დაიწყებენ მუშაობას. ბუნებრივია, მეც სიამოვნებით ჩავერთვები ამაში. ეს უნდა მოხდეს ევროპული წესებით და ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, როგორიც არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში – არ უნდა გამოვიგონოთ საქართველოსთვის რაღაც განსხვავებული, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ევროპა არის ჩვენი უალტერნატივო არჩევანი – ისევე, როგორც ნატოში ინტეგრაცია. ეს არის კეთილდღეობა, ადამიანის უფლებები, თუმცა ეს არის პოლიტიკური ინტერესებიც. თუკი პოლიტიკოსები ხედავენ, რომ აქ ხალხი მყარად უჭერს მხარს ქვეყნის ომში არ ჩართვას, იქიდანაც შესაბამისი სიგნალები მოდის. ამის მკაფიო მაგალითი იყო შარლ მიშელის დოკუმენტიც. მან შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ ამ დოკუმენტში ჩადებული იყო ისეთი რაღაცებიც, რაც გარკვეულწილად კონსტიტუციიდან გასვლას გულისხმობდა. როცა ამ დოკუმენტმა ვერ შეასრულა მთავარი როლი – პოლარიზაციის შემცირება – და მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ მას ხელი არ მოაწერა, ამის შემდეგ მმართველი პარტია იძულებული გახდა, ამ დოკუმენტის ანულირება მოეხდინა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: სანამ ევროკავშირის გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ შეეცვალათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია
Next: სოზარ სუბარი: როდესაც უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატობას, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატობას, ეს არ არის სამართლიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.