Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

მარშალ პრესი 02/02/2026
irakli kobakhidze3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 3-5 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს.

საქართველოს მთავრობის მეთაური 3 თებერვალს მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე – ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

Post navigation

Previous: იმდენად კარგად დაალაგეს ოლიგარქიულმა ოჯახებმა ეს ომი, იმდენად კარგი კოორდინაცია აქვთ როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან – მადა გაეზარდათ და ამ ომში აუცილებლად ჩართავენ ევროპას, ოღონდ, მას შემდეგ, რაც აშშ-ს გვერდზე გასწევენ
Next: პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.