Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმდენად კარგად დაალაგეს ოლიგარქიულმა ოჯახებმა ეს ომი, იმდენად კარგი კოორდინაცია აქვთ როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან – მადა გაეზარდათ და ამ ომში აუცილებლად ჩართავენ ევროპას, ოღონდ, მას შემდეგ, რაც აშშ-ს გვერდზე გასწევენ

მარშალ პრესი 02/02/2026
shatirishvili

ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი, სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებს და ამ კონფლიქტურ კერებთან მიმართებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და მის უკან მდგომი ოლიგარქიული ოჯახების როლს მიმოიხილავს.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯების ილუზორული ჩვენება, ოლიგარქიული ოჯახების მცდელობაა, დრო მოიგონ, ვინაიდან, მშვიდობის მოლოდინში ახალ ომს ამზადებენ, იქამდე კი პროცესიდან აშშ-ის სრულად ჩამოშორება აქვთ განზრახული.

“წერილის ბოლოს მინდა მცირე შეჯამება გავაკეთო – ილუზორულად გვაჩვენებენ, თითქოს უკრაინა და რუსეთი რაღაც სამშვიდობო გეგმისკენ მიდიან და თითქოს ტრამპს ამაში დიდი წვლილი აქვს… ისმის კითხვა, თუ რაში სჭირდება ეს მორიგი აფერა “დიფ სტეიტს”? ოჯახები დროის მოგებას ცდილობენ, მშვიდობის მოლოდინში ახალ ომს ამზადებენ, იქამდე კი პროცესიდან ამერიკის სრულად ჩამოშორება აქვთ განზრახული.

ფაქტი ერთია – იმდენად კარგად დაალაგეს ოლიგარქიულმა ოჯახებმა ეს ომი, იმდენად კარგი კოორდინაცია აქვთ როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, იმდენად კარგი ილუზია შექმნეს თითქოს და ბუნებრივი დაპირისპირების – მადა გაეზარდათ და ახლა ამ ომში აუცილებლად ჩართავენ ევროპას, ოღონდ როგორც ვთქვი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-ს გვერდზე გაწევენ და სრულად ჩამოაშორებენ ფორმალურ პასუხისმგებლობებს.” – წერს ზაზა შათირიშვილი.

Post navigation

Previous: „დიფ სტეიტის“ მიერ მართული ევროპა ადრე თუ გვიან, კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა, რისი დასტურიც მსოფლიომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.