რემიერი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვა. ასევე, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.
“არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით ვიმყოფები.
დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში, არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი მარიამ ალ ჰამადი დამხვდა.
მონაწილეობას მივიღებ მსოფლიო მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.
სიტყვით გამოვალ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაა – ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.”– წერს ირაკლი კობახიძე.
