Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: როცა ამბობ, რომ ევროკავშირის წევრობა გინდა, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ გარკვეულ იურისდიქციებს თმობ და ამ იურისდიქციებს გადასცემ ევროკავშირს

მარშალ პრესი 29/06/2022
სოზარ სუბარი

როცა ამბობ, რომ ევროკავშირის წევრობა გინდა, ბუნებრივია, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ გარკვეულ იურისდიქციებს თმობ და ამ იურისდიქციებს გადასცემ ევროკავშირს, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. დეპუტატის თქმით, იმ სფეროებში, სადაც ქვეყანა ევროკავშირს იურისდიქციას არ გადასცემს, ისეთი საერთო წესები მოქმედებს, რომლებსაც უნდა დაემორჩილო, რაც ასევე იურისდიქციის გარკვეული დათმობაა, რაც ნორმალური და აუცილებელიცაა.

მან მაგალითად სასამართლო რეფორმა მოიყვანა და გაიხსენა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უცხოელი მეგობრები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველ გუნდს კატეგორიულად მოუწოდებდნენ რეფორმის ფარგლებში მაქსიმალური თვითმმართველობის უფლება მიეცათ სასამართლოსთვის, რათა პოლიტიკური ჩარევა მინიმალური ყოფილიყო.

„ჩვენ დავთანხმდით. მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ მოსამართლეები, რომლებიც ეგონათ რომ მათი იყვნენ და გააკონტროლებდნენ, მიხვდნენ, რომ თავისუფლები არიან და როგორც კი მოიპოვეს ეს დამოუკიდებლობა და არ იყო ზეწოლა ხელისუფლებისგან და შიგნით ჰქონდათ მყარი გარანტიები, სასწრაფოდ ყველა იმ ადამიანმა, ვინც მოგვიწოდებდა, რომ სასამართლოში ჩარევა ყოფილიყო მინიმალური, დაიწყეს მოთხოვნა, რომ სასამართლოში ჩარევა გაზრდილიყო. ოღონდ ეს ჩარევა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ ვერ დაგვენიშნა მოსამართლე „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური ძალა“, – განაცხადა სუბარმა.

მეორე მაგალითად მან შარლ მიშელის დოკუმენტში გენერალური პროკურორის არჩევის წესი მოიყვანა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიხედვით, პროკურორის არჩევა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებოდნენ.

Continue Reading

Previous: ზელენსკი: უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია – თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი გვჭირდება
Next: თეა წულუკიანი: ქართულმა კულტურამ მართლაც შეძლო, ნაწილობრივ გადაეფარა პოლიტიკა და გაეერთიანებინა საზოგადოება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025