Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ზელენსკი: უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია – თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი გვჭირდება

მარშალ პრესი 29/06/2022
ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრისგან უკრაინის დაცვის ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ეს არ არის ომი, რომელსაც რუსეთი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. ეს არის ომი ევროპაში პირობების კარნახის უფლებისთვის, თუ როგორი იქნება მომავალი მსოფლიო წესრიგი. ამიტომ აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა იარაღით, ფინანსებით და რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციებით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს სამიტზე ვირტუალური მიმართვისას.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსული არტილერიასთან დასაპირისპირებლად და დასძინა, რომ რუსეთი არ შეჩერდება სამხრეთ უკრაინის ან დონბასის რეგიონის დაპყრობაზე.

„უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იარაღით დახმარება. ჩვენ გვჭირდება თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი. ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მან.

Continue Reading

Previous: ილია დარჩიაშვილი: თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გამოირჩეოდნენ მხარდამჭერი განცხადებებით
Next: სოზარ სუბარი: როცა ამბობ, რომ ევროკავშირის წევრობა გინდა, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ გარკვეულ იურისდიქციებს თმობ და ამ იურისდიქციებს გადასცემ ევროკავშირს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025