Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართულმა კულტურამ მართლაც შეძლო, ნაწილობრივ გადაეფარა პოლიტიკა და გაეერთიანებინა საზოგადოება

მარშალ პრესი 29/06/2022
თეა წულუკიანი

ალბათ თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ქართულმა კულტურამ მართლაც შეძლო, ნაწილობრივ გადაეფარა პოლიტიკა და გაეერთიანებინა საზოგადოება, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ერთი იდეის გარშემო, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ეს იდეა არის ქართველების და ქართული კულტურის წარმატება და ის ორი დიდი ისტორიული ღონისძიება, რომელიც ჩატარდა. ილია მეორის მიერ დაფუძნებულმა საკათედრო გუნდმა იგალობა სიქსტის კაპელაში და დღეს დილით, როდესაც პაპმა ფრანცისკემ აღავლინა პეტრე-პავლობის მესა, ჩვენს გუნდს „შენ ხარ ვენახისა“ და პატრიარქის მიერ შექმნილი „ავე მარიას“ გალობის შესაძლებლობა მიეცა. ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი, რომელსაც ღირსეულად დავხვდით. ის ძმობა, ვციტირებ რომის პაპს, რომელიც აერთიანებს მას და ჩვენს პატრიარქს, გამოიხატა ამ ჰარმონიასა და გალობაში“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: როცა ამბობ, რომ ევროკავშირის წევრობა გინდა, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ გარკვეულ იურისდიქციებს თმობ და ამ იურისდიქციებს გადასცემ ევროკავშირს
Next: სოზარ სუბარი: სანამ ევროკავშირის გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ შეეცვალათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.