Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გამოირჩეოდნენ მხარდამჭერი განცხადებებით

მარშალ პრესი 29/06/2022
ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი

მნიშვნელოვანი დღე იყო მადრიდში. სამიტზე მიღებული დოკუმენტები დაეხმარება საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა მადრიდში, ნატოს სამიტზე განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამიტის მონაწილეებმა საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება დააფიქსირეს.

„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, რომ საბჭოს სხდომის ფარგლებში განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო საქართველოს მიმართ გამოვლენილი. თითქმის ყველა ქვეყანა გამოეხმაურა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ევროკავშირის ძალიან ბევრი ქვეყანა და გამოირჩეოდნენ მხარდამჭერი განცხადებებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ერთიანობა იყო საქართველოს მისამართით. ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში ასახულია თანამშრომლობა პარტნიორებთან. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში გავაგრძელოთ ინტენსიური ინტეგრაცია ნატოში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა
Next: ზელენსკი: უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია – თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი გვჭირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.