Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს – აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა

მარშალ პრესი 26/01/2026
nino pochkhua

ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი აქტივისტის, მაგდა მამუკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ამ მდგომარეობაში მამუკაშვილის მსგავსი ადამიანების ლიდერობის გამოა, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელი არიან და სხვის ტრაგედიაზე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის სპეკულირებენ.

როგორც ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციონერ აქტივისტს სულ არ აინტერესებს გამოძიება, მთავარია როგორმე დააზიანოს ხელისუფლება, მაგრამ როგორც ყველა მსგავსი მცდელობა, ესეც წყლის ნაყვაა.

„ ეს ერთუჯრედიანი ლიდერად რომ ჰყავს დღევანდელ განულებულ ოპოზიციას, იმიტომ აქვს საქმე კარგად. ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს, აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა. ამჯერადაც ასე მოხდა, დატრიალდა ტრაგედია, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში საკუთარი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს, ავტომობილში იპოვეს წერილიც, ეს პირველადი მონაცემია, დანარჩენს გამოძიება დაადგენს, მაგრამ მას სულ არ აინტერესებს გამოძიება, მთავარია როგორმე დააზიანოს ხელისუფლება, მაგრამ როგორც ყველა მცდელობა ესეც წყლის ნაყვაა, რადგან სიმართლე ერთია და ისიც დღევანდელი ხელისუფლების მხარესაა.“ – წერს ფოჩხუა.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე მაგდა მამუკაშვილზე: ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა
Next: თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.