Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ჩიხელიძე მაგდა მამუკაშვილზე: ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა

მარშალ პრესი 26/01/2026
169

არსებობს ზღვარი, რომელსაც არ შეიძლება ადამიანი კვეთდეს. ეს ზღვარი სიცოცხლეს ეხება. როცა ტრაგედია ხდება, როცა ადამიანები იღუპებიან, იქ პოლიტიკური ქულების წერა უნდა დამთავრდეს – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე, აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს. ექსპერტის შეფასებით, ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა.

„არსებობს ზღვარი, რომელსაც არ შეიძლება ადამიანი კვეთდეს. ეს ზღვარი სიცოცხლეს ეხება. როცა ტრაგედია ხდება, როცა ადამიანები იღუპებიან, იქ პოლიტიკური ქულების წერა უნდა დამთავრდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს: ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები სხვების სიკვდილით მანიპულაციასაც არ იშლიან და ტრაგედიას ინსტრუმენტად იყენებენ. ისინი თვითნებურად ინაწილებენ როლებს ხდებიან ერთდროულად „ექსპერტებიც“, „მოსამართლეებიც“, „პროკურორებიც“ და ბოლოს, ყველაზე ცინიკურად, თითქოს ჭირისუფლებიც. ეს უკვე არა აზრის გამოხატვაა, არამედ მორალური კოლაფსი. ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: მუხრანში, 2 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი
Next: ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს – აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.