Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ

მარშალ პრესი 26/01/2026
guram macharashvili

„იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სატელევიზიო დებატების ორგანიზების შესახებ, მისასალმებელი უწოდა.

გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მუდმივად გაურბოდა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო თემებზე ღია და შინაარსობრივ განხილვებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ღია დისკუსიას არ გაემიჯნებიან.

„დებატებს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი პოზიტიური მხარე, თუმცა, გააჩნია მის ფორმატს, სიტუაციას და იმას, სურს თუ არა მეორე მხარეს მასში მონაწილეობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, არა თუ დებატებზე, არამედ ელემენტარულ ურთიერთობებზე იყო პრობლემა, იმიტომ, რომ საჯაროდ, პირდაპირ აცხადებდნენ ნაციონალური მოძრაობისა და მისი ფილიალების წარმომადგენლები, რომ ისინი შინაარსობრივ განხილვებში არ შემოვიდოდნენ. მათთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს კანონპროექტი, თუ სხვა თემა, არ იყო მისაღები შინაარსობრივი განხილვები. რადიკალებისთვის განმსაზღვრელი იყო „არა“, „არ გვინდა“, „წადით“ და ა.შ. პოზიცია.

თუ შეიქმნება დებატების ტიპის ფორმატი, ეს „ხალხის ძალისთვის“ მისაღებია, იმიტომ, რომ ჩვენ მსჯელობას არ გავურბივართ. მეტიც, 2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ არც დაპირისპირებას გავექეცით და გადავერთეთ გლობალური ძალის „დიფ სთეითისა“ და მათი საქართველოში წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ახლა, ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ჯანსაღ დებატებში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ, გააჩნია ფორმატს.

იმედი მაქვს, რომ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელებიც დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას, იმისათვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს და მოისმინოს განსხვავებული აზრები. თუ ასეთი იქნება, დებატები მხოლოდ მისასალმებელია, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა საკითხები,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს – აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა
Next: მამაშენი შევარდნაძის დროის კორუმპირებული მინისტრი იყო, მოპარული ფულებით აშენებულ სახლში ცხოვრობ ახლა, მერე უკვე ცხრა წელი “ნაცების” დროს მამაშენის პრივილეგიებით სარგებლობდი, საჭმელსაც “ნაცებისას” ჭამდი და ნიფხავიც დღემდე “ნაცების” გაცვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.