Skip to content
26/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

მუხრანში, 2 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი

მარშალ პრესი 26/01/2026
shss

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1982 წელს დაბადებული ს.ც. და 1986 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს და 1985 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს.

„დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე ორივე პირი ბრალდებულის სახით
დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: დავოსის ფორუმმა ღიად დაგვანახა თანამედროვე მსოფლიოს გზა დემოკრატიიდან ახალ იმპერიალიზმამდე. საერთაშორისო სისტემების ანარქია პიკს აღწევს
Next: დავით ჩიხელიძე მაგდა მამუკაშვილზე: ტრაგედიაზე სპეკულაცია არის მორალური ფსკერი. საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების მახინჯი მცდელობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.