Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: მოხარული ვარ ჩვენი ორპარტიული დელეგაციის ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს

მარშალ პრესი 29/06/2022
ჯინ შაჰინი

მოხარული ვარ ჩვენი ორპარტიული დელეგაციის ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ატლანტიკურ მისწრაფებას, რომ გახდეს ნატოს წევრი, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მადრიდში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვეცადეთ მკაფიოები ვყოფილიყავით, რომ ევროპისკენ ყურება და ევროკავშირში გაწევრიანება არის ის, რაზეც საქართველოს მომავალი დევს. მაგრამ როგორც ვიცით, საჭიროა რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელდეს. ამიტომ წავახალისეთ ქართული დელეგაცია, რომ განახორციელოს ეს რეფორმები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას ამერიკის სენატისგან აქვს. ბევრი საკითხია, რომელზეც ევროკავშირმა გასულ კვირას მიუთითა, მაგალითად სასამართლოსთან, მედიის თავისუფლებასთან და დემოკრატიაში ინკლუზიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ, რომ გააგრძელებენ მცდელობებს. ჩვენ დაინტერესებულები ვიყავით კონკრეტიკაზე საუბრით, რა არის დაგეგმილი და ველოდები ამ მიმართულებებით მსჯელობებს“, – განაცხადა შაჰინმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, ნატოს სამიტზე. აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ტომ ტილისი ხელმძღვანელობდნენ.​

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გარკვეული უკმაყოფილება, შეუთანხმებლობა, განსხვავებული ხედვა იმაზე, თუ რა კონტენტით ვისაუბრებთ საზოგადოებასთან, ისინი ფიქრობდნენ, რომ მეტი უნდა გვესაუბრა იმაზე, რაზეც მინიშნებებს ვაკეთებდით
Next: გიორგი ანთაძე ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაზე: ხაზგასმულია, რომ ალიანსი კვლავინდებურად მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს მისწრაფებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.