Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ანთაძე ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაზე: ხაზგასმულია, რომ ალიანსი კვლავინდებურად მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს მისწრაფებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე

მარშალ პრესი 29/06/2022
გიორგი ანთაძე

ჩვენ, უკვე შეგვიძლია, ნატოს სამიტს ვუწოდოთ ისტორიული სამიტი იმის გათვალისწინებით, რომ ალიანსის დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება , – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ალიანსი ფართოვდება ისეთი ქვეყნების ხარჯზე, რომლებიც აქამდე ნეიტრალურად იყვნენ განწყობილები.

„ვგულისხმობ უკვე ოფიციალურად შვედეთისა და ფინეთის მოწვევას ალიანსში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიით ირიბად „მოახერხა“ ის, რომ ალიანსი კიდევ უფრო ძლიერი და უფრო გაფართოებული იქნება რუსეთთან მიმართებაში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის კონკრეტული ღონისძიებები, რაც უკვე დაანონსდა ალიანსის დღის წესრიგში. ახალი ნატოს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ფაქტობრივად ყველა თანამედროვე გამოწვევას ეხმიანება. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე სტრატეგიულ კონცეფციაში 41-ე მუხლში მკაფიოდ არის გზავნილები მოცემული იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც, საქართველოს ჩათვლით კვლავინდებურად მიისწრაფვიან ალიანსის წევრობისაკენ. ხაზგასმულია, რომ ალიანსი კვლავინდებურად მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს მისწრაფებას ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს, ნათქვამია: იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ალიანსის წევრობისკენ ისწრაფვიან, გადაჯაჭვულია ჩვენს უსაფრთხოებასთან.

Post navigation

Previous: ჯინ შაჰინი: მოხარული ვარ ჩვენი ორპარტიული დელეგაციის ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს
Next: ნატოს სამიტის დეკლარაცია: ახალი ზომების მიღება გადავწყვიტეთ, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველოსა და მოლდოვასთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.