Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გარკვეული უკმაყოფილება, შეუთანხმებლობა, განსხვავებული ხედვა იმაზე, თუ რა კონტენტით ვისაუბრებთ საზოგადოებასთან, ისინი ფიქრობდნენ, რომ მეტი უნდა გვესაუბრა იმაზე, რაზეც მინიშნებებს ვაკეთებდით

მარშალ პრესი 29/06/2022
მიხეილ სარჯველაძე

ჩვენს კოლეგებს, სამ ადამიანს ჰქონდათ გარკვეული უკმაყოფილება, შეუთანხმებლობა, განსხვავებული ხედვა იმაზე, თუ რა კონტენტით ვისაუბრებთ საზოგადოებასთან, ისინი ფიქრობდნენ, რომ მეტი უნდა გვესაუბრა იმაზე, რაზეც მინიშნებებს ვაკეთებდით,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„პირველი უნდა ვთქვათ, რომ აქ რაიმე სტრატეგიულ გეგმაზე საუბარი არ არის, ვინმეს რომ ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ ჰქონდეს. არ მგონია სოზარი, დიტო ან მიშა აპირებდნენ ისეთ თემებზე საუბარს, რომელზეც სხვა ფორმითა და დოზით საუბარს ვერ შეძლებენ „ქართული ოცნების“ გუნდში დარჩენილი კოლეგები ან მე. ამ შემთხვევაში დისკუსიის დროს, გარეთ გამოტანილი ინფორმაციის ინტენსივობასა და მასშტაბშია განსხვავება, თორემ პრობლემებზე საუბარს ბუნებრივია, რომ არავინ მოერიდება. რაიმე სტრატეგიული, ტექნიკური ჩანაფიქრი რეალურად ამის უკან არ იმალება. მინდა ყველა გავაწბილო, ვისაც ამის სურვილი აქვს, რომ ასე წარმოაჩინოს ცალკეული ადამიანების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც რა თქმა უნდა პატივისცემა სჭირდება. მათი წასვლის გამო იქნება მცირედი განსხვავება, თუმცა, არა თვალშისაცემი და იდეურ შეუთანხმებლობებს არცერთ შემთხვევაში გამოიწვევს. მაგრამ რეალურად გაჩნდება რაღაც ალტერნატიული ხედვა. ამის სურვილი აღმოაჩნდათ ჩვენს კოლეგებს, სამ ადამიანს, რადგან თუ რა კონტენტით ვისაუბრებთ საზოგადოებასთან, ამაზე ჰქონდათ გარკვეული უკმაყოფილება, შეუთანხმებლობა, განსხვავებული ხედვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მეტი უნდა გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, რაზეც მინიშნებებს ვაკეთებდით“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სოზარ სუბარმა, მიხელ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართულ ოცნება“, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.

Continue Reading

Previous: გიორგი ვოლსკი: პოზიციების დაპირისპირება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს, თუ არსებობს საკითხები, რაზეც ყოფილ თანაფრაქციელებს მიაჩნიათ, რომ მეტი დოზაა საჭირო, ეს მათი არჩევანია
Next: ჯინ შაჰინი: მოხარული ვარ ჩვენი ორპარტიული დელეგაციის ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025