Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების საფუძველზე და თუ დამატებით სხვა მექანიზმების შემოღებაც იქნება საჭირო, ამ მექანიზმებსაც მივმართავთ, ვერავის მივცემთ საქართველოში აგენტურის დაფინანსების შესაძლებლობას

მარშალ პრესი 23/01/2026
irakli kobakhidze

ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების საფუძველზე, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ სახელმწიფო და ჩვენი სუვერენიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აგენტურის დაფინანსების სქემა გადადის ევროპულ სივრცეში და საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის საგარეო ინტერვენციები, ისევე როგორც სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა.

„აგენტურის დაფინანსების მისია, თავის თავზე, ჰქონდა აღებული ამერიკულ ფონდებს, ესენი იყვნენ -USAID-ი და NED-ი, თუმცა ევროპული ფონდებიც გამოირჩეოდნენ ამ მისიით, იგივე EED-ი, ეს არის ევროკავშირის შესაბამისი ფონდი და ამერიკულ ფონდებს რა მისიაც ჰქონდათ, ახლა მთლიანად გადმოდის ევროკავშირში და ევროპულ სივრცეში. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა და ეს, პირველ რიგში, მოხდა „გამჭვირვალობის კანონის“ საფუძველზე, რამაც თავისი ეფექტი უკვე იქონია და ჩვენი მიზანია, ამ კუთხით, მაქსიმალურად დავიცვათ სახელმწიფო და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ვერავის მივცემთ საქართველოში აგენტურის დაფინანსების შესაძლებლობას. NGO – ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური ფენომენი, რომლის მიზანია, უცხოური ძალების ინტერვენცია სხვა ქვეყანაში, საუბარია წმინდა წყლის პოლიტიკურ ინტერვენციაზე. NGO არის ხელოვნური მოვლენა, რომელიც ამ ერთადერთი მიზნით იქმნება სხვა ქვეყანაში და ერთადერთი მიზნით ფინანსდება სხვა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ტიპის საგარეო ინტერვენციები, ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა. ეს რისკები უკვე დაზღვეული გვაქვს „გამჭვირვალობის კანონით“, თუ დამატებით სხვა მექანიზმების შემოღებაც იქნება საჭირო, ამ მექანიზმებსაც მივმართავთ. ერთ-ერთმა ევროკომისარმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეძებენ კანონის გვერდის ავლის მექანიზმებს. როგორ შეიძლება ევროპელმა ბიუროკრატმა ასეთი განცხადება გააკეთოს, არ ვიცი, საერთოდ ხაზი გადაუსვეს ყველანაირ სამართლებრივ პრინციპს, სუვერენიტეტის პრინციპს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემთ ჩვენი კანონმდებლობის გვერდის ავლის შესაძლებლობას და ვერავის მივცემთ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფის შესაძლებლობას,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ყველა ხედავს, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ სწორად აირჩია მშვიდობის გზა, არამედ უზრუნველყო ამ გზაზე მყარად სიარული ჩვენი ქვეყნისთვის
Next: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში დავისთვის – ეს იყო შეგნებული სიცრუე, რაზეც სამწუხაროდ წავიდა „ბი-ბი-სი“, ერთ დროს მაღალი რეპუტაციის ტელევიზია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.