Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ყველა ხედავს, რომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ სწორად აირჩია მშვიდობის გზა, არამედ უზრუნველყო ამ გზაზე მყარად სიარული ჩვენი ქვეყნისთვის

მარშალ პრესი 23/01/2026
irakli kobakhidze

ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ყველა ხედავს, რომ საბოლოო ჯამში ხელისუფლებამ არა მხოლოდ სწორად აირჩია მშვიდობის გზა, არამედ უზრუნველყო ამ გზაზე მყარად სიარული ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ ნახა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, ვისაც საქართველოში შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის უზრუნველყოფა და ამასთან ერთად ეკონომიკური ზრდის სტიმულირება.

„მთავარი, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ეს არის სიმშვიდე ქვეყანაში. აქაც გვაქვს დიდი პროგრესი, გახსოვთ, რომ 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩვენ გვქონდა რევოლუციის 5 მცდელობა და აქაც მოვახერხეთ სიმშვიდის შემოტანა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც არ არსებობს მშვიდობის და სიმშვიდის გარეშე. აქაც იცით, რომ გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, პირველ ადგილზე ვართ ევროპაში 5-წლიანი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 5 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა იყო 9,3 პროცენტი საქართველოში, ამის ანალოგი ევროპაში არ არსებობს. პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, დანარჩენი არის უკვე დეტალები. კვლავაც რჩება უსამართლო მიდგომები საქართველოსთან მიმართებით, დავიტოვოთ იმედი, რომ ეს მიდგომები შეიცვლება, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად და ჩვენ ჩვენი გამოცდილებით ვაჩვენეთ ქართულ საზოგადოებას, რომ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც საქართველოში შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის უზრუნველყოფა და ამასთან ერთად ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. ეს არის დადასტურებული ჩვენი ამ რამდენიმეწლიანი გამოცდილებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ ვართ თავდაჯერებული საკუთარ სისუფთავესა და გუნდის ერთიანობაში, სწორედ ამიტომ გავხსენით ყველა პრაქტიკა – პრივატიზაცია, შესყიდვები, სამთავრობო აქტები, ზუსტად ასეთი ერთიანობისა და თავდაჯერებულობის გამო ვართ ღია ყველა მიმართულებით და ესაა მთავარი, რაც უზრუნველყოფს კორუფციის დაზღვევას
Next: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების საფუძველზე და თუ დამატებით სხვა მექანიზმების შემოღებაც იქნება საჭირო, ამ მექანიზმებსაც მივმართავთ, ვერავის მივცემთ საქართველოში აგენტურის დაფინანსების შესაძლებლობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.