Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში დავისთვის – ეს იყო შეგნებული სიცრუე, რაზეც სამწუხაროდ წავიდა „ბი-ბი-სი“, ერთ დროს მაღალი რეპუტაციის ტელევიზია

მარშალ პრესი 23/01/2026
irakli kobakhidze3
ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში დავისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”- ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა მექანიზმს გამოიყენებს იმისათვის, რომ დაიცვას სიმართლე ამ თემასთან დაკავშირებით.
„რაც არ არსებობს ბუნებაში, რა თქმა უნდა, იმაზე ვერაფერს ვერ წარმოადგენ, აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას. თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში დავისთვის. ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ დავიცვათ სიმართლე ამ თემასთან დაკავშირებით.
ყველამ კარგად იცის, როგორ წარიმართა პროცესები. თავის დროზე, 2009 წელს იყო ნივთიერებები შეძენილი, მათ შორის, მათი ნაწილი აიკრძალა მოგვიანებით, თუმცა კამიტი არასდროს არ ყოფილა შეძენილი. ნაწილი აიკრძალა მოგვიანებით და ეს ნივთიერებები არც გამოყენებულა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ანუ, რაც იყო ნათქვამი „ბი-ბი-სის“ სიუჟეტში, ეს იყო წმინდა წყლის სიცრუე. რაც იყო ყველაზე სამარცხვინო – თვითონ სიუჟეტში ნაწილობრივ მაინც ჰქონდათ დაცული ჟურნალისტური სტანდარტი, იმიტომ, რომ საუბრობდნენ ვარაუდებზე, მაშინ, როდესაც, საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უკვე მტკიცებითი ფორმით იყო იგივე გამოტანილი, რაც პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ისინი სრულიად შეგნებულად წავიდნენ ტყუილზე. ეს არ იყო შემთხვევით გაპარული სიცრუე. ეს იყო შეგნებული სიცრუე, რაზეც სამწუხაროდ წავიდა „ბი-ბი-სი“, ერთ დროს მაღალი რეპუტაციის ტელევიზია“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: აგენტურის დაფინანსების მისია ახლა მთლიანად გადმოდის ევროპულ სივრცეში, ჩვენ რამდენიმე წლის წინ უკვე დავაზღვიეთ ასეთი პროცესებისგან ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების საფუძველზე და თუ დამატებით სხვა მექანიზმების შემოღებაც იქნება საჭირო, ამ მექანიზმებსაც მივმართავთ, ვერავის მივცემთ საქართველოში აგენტურის დაფინანსების შესაძლებლობას
Next: ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება, ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ დღეს ასეთი გუნდია ჩამოყალიბებული საქართველოს მთავრობაში, მე ვარ მაქსიმალურად პასუხისმგებელი იმაზე, რომ გუნდი მუშაობს გამართულად, ამიტომ თამამად ვამბობ – ერთი კონკრეტული შემთხვევა მოიტანონ კორუფციასთან დაკავშირებული და გვექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.