Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, გვექნება მყისიერი რეაგირება, ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ დღეს ასეთი გუნდია ჩამოყალიბებული საქართველოს მთავრობაში, მე ვარ მაქსიმალურად პასუხისმგებელი იმაზე, რომ გუნდი მუშაობს გამართულად, ამიტომ თამამად ვამბობ – ერთი კონკრეტული შემთხვევა მოიტანონ კორუფციასთან დაკავშირებული და გვექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება

მარშალ პრესი 23/01/2026
irakli kobakhidze5

ძალიან მარტივად შემიძლია ვთქვა ერთ რამ – ერთი კორუფციული შემთხვევა მოიტანონ, ნებისმიერი კორუფციული შემთხვევა, მაშინვე გვექნება მყისიერი რეაგირება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვერავის ვერ მოაქვს ვერც ერთი კონკრეტული შემთხვევა და შესაბამისად, არის ცარიელი საუბრები.

„დისკუსიისთვისაც მზად ვართ და კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებისთვისაც ვართ მზად. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ დღეს ასეთი გუნდია ჩამოყალიბებული კონკრეტულად საქართველოს მთავრობაში. აქ იგულისხმება ჩვენი მინისტრები, სამინისტროების ხელმძღვანელობა. მე ვარ მაქსიმალურად პასუხისმგებელი იმაზე, რომ გუნდი მუშაობს გამართულად, ამიტომ თამამად ვამბობ ერთ რამეს – ერთი კონკრეტული შემთხვევა მოიტანონ კორუფციასთან დაკავშირებული და გვექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები უკვე აისახა კონკრეტულ რეიტინგებში, რომლებიც გამოქვეყნდა გასული თვეების განმავლობაში და იმედი გამოთქვა, რომ შემდგომ წლებში ამ კუთხით რეიტინგებში არსებითი ცვლილებები იქნება.

Post navigation

Previous: ჩვენ შევიტანეთ სარჩელი „ბი-ბი-სიში“ და ველოდებით მათ რეაგირებას, თუ მათი მხრიდან არ იქნება სათანადო რეაგირება, ჩვენ განვაგრძობთ დავას, როგორც ბრიტანულ მარეგულირებელში, ასევე მზად ვართ საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში დავისთვის – ეს იყო შეგნებული სიცრუე, რაზეც სამწუხაროდ წავიდა „ბი-ბი-სი“, ერთ დროს მაღალი რეპუტაციის ტელევიზია
Next: კორუფციასთან ბრძოლა ნიშნავს პირველ რიგში პრაქტიკის გაუმჯობესებას, რაც მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ საქმეში ეფექტიანობის დეპარტამენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ყველა მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ჩვენი სისტემა კორუფციული პრაქტიკისგან, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პასუხისმგებლობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.