Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნატოს სტრატეგიული კონცეფცია: ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 29/06/2022
ნატო

იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ალიანსის წევრობისკენ ისწრაფვიან, გადაჯაჭვულია ჩვენს უსაფრთხოებასთან, – ნათქვამია ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით მათ მედეგობის გაძლიერებაში, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებსა და ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის განვითარებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესი ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

Post navigation

Previous: ბორის ჯონსონი: ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე
Next: ილია დარჩიაშვილი: ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, ღიად და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებაზე, ხელშესახები შედეგები გვექნება ამ გზაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.